თბილისში ელექტრო სიგარეტების მაღაზია გაქურდეს

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა 36 წლის მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებული  წარსულში არაერთგზის ნასამართლევია.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მარკეტი გაქურდეს

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს.-მ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე შპს "ალიენს ვაპერ"-ის კუთვნილ ელექტრო სიგარეტების მაღაზია გაქურდა, ნოუთბუქი და 12 ცალი ელექტრო სიგარეტი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ--ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.