მეტეხის ქუჩაზე სახლის ნაწილი ჩამოინგრა

ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, მეტეხის N14-ში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„გაუფრთხილდი ქალაქს" - თბილისის მერია ახალ კამპანიას იწყებს

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. საცხოვრებელ სახლში სამი ოჯახი ცხოვრობდა, შემთხვევის დროს კი ბინებში არავინ იმყოფებოდა.

ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზარალებული ოჯახები კი რაიონის გამგეობამ დროებით საცხოვრებელში დააბინავა.

ადგილობრივების თქმით,  ამავე შენობის ნაწილი ორი დღის წინაც ჩამოინგრა. მათი განცხადებით, სახლი  წლებია, ავარიულია.