იმერეთში მამაკაცმა ძმის ბიზნესი „კანონიერი ქურდების“ დახმარებით მიისაკუთრა

შსს-მ ბრალდებულებსა და „კანონიერ ქურდებს“ შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა იმერეთში „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისადმი“ მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში დაკავებული არიან: 50 წლის კრიმინალური ავტორიტეტი ი. ფ., 51 წლის ე. ჩ. და 56  წლის გ. გ.

ქართველი კანონიერი ქურდი „თენგო გალსკი“ წელს უკრაინიდან უკვე მეორედ გამოაძევეს

გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ბრალდებული და მისი ძმა ზესტაფონში ფლობენ ავტოსადგურებს, საიდანაც მიკროავტობუსებს მგზავრები სხვადასხვა მიმართულებით გადაჰყავს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ბრალდებულმა საკუთარი შემოსავლების გაზრდისთვის გადაწყვიტა, კანონიერი ქურდების დახმარებით, ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი. შსს-მ ბრალდებულებსა და „კანონიერ ქურდებს“ შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.

„აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გ.გ.-მ მასთან მომუშავე, „ქურდული სამყაროს“ წევრის - ე. ჩ.-ს მეშვეობით დასახმარებლად მიმართა, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრს - ი. ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ გ.გ. საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდ“ - გია ცხვარაძესთან - მეტსახელად „გია სამტრედსკის“, იგივე „ბაბუს“ დააკავშირა, რომლის გადაწყვეტილებით გ.გ.-მ, ი. ფ.-მ და ე. ჩ.-მ შეძლეს გ.გ.-ს ძმასთან მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლების დაშინება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის შვილმა ძებნილი ბოროტმოქმედი დააკავა

უწყების ინფორმაციით, კანონიერი ქურდის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულები მძღოლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის გამოც მძღოლები იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ. შედეგად  ბრალდებულმა ძმის ბიზნესი მიისაკუთრა.

შსს-ს განცხადებით, გაწეული დახმარებისთვის ე.წ. კანონიერმა ქურდმა და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა მატერიალური სარგებელი მიიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის  223-ე 1 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს. მუხლი "ქურდული სამყაროს წევრობა" და "კანონიერი ქურდობა" საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2005 წელს გაჩნდა. მაშინ ორგანიზებულ დამნაშავეობას, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადეს.