ქუთაისში განახლებული თეთრი ხიდი გაიხსნა

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და განახლებული ხიდი დღეს გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხიდი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გახსნა.

წინანდალში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

ცერემონია დღეს 15:00 საათზე დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა. ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ამოტვიფრულია ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.

ხიდის გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასმა მიიღო მონაწილეობა. ასევე წარმოდგენილი იყო პერფორმანსი ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე. ღონისძიება ქუთაისის საოპერო გუნდმა დაასრულა.

თეთრი ხიდის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო, შემსრულებელი კომპანია „ალმა რუს საქართველო“ სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად რეკონსტრუქციის გაუთვალისწინებელ სირთულეს ასახელებდა.