საპატრიარქო გრიგოლ ვაშაძის კომენტართან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დღეს უმასპინძლა
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. დღეს პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი ვაშაძესა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შორის გამართულ შეხვედრას და ამასთან დაკავშირებით ვაშაძის მიერ გაკეთებულ კომენტარს საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა.

ილია მეორემ დღეს უმასპინძლა გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს, მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა რურუას. შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ და გიორგი ვაშაძემ კომენტარები გააკეთეს. მათი განცხადებით, პატრიარქი მათი წინასაარჩევნო გეგმებით ძალიან დაინტერესდა.

პატრიარქის მიმართვის წერილი „ქართულ ოცნებას“ სიცრუე აღმოჩნდა

„ადრეც, და, სამწუხაროდ, დღესაც განმარტების გაკეთება გვიხდება კათოლიკოს-პატრიარქთან შემდგარი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციის გამო. ამჯერად მხედველობაში გვაქვს საპრეზიდენტო კანდიდატის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის კომენტარი, სადაც იგი ამბობს:

„უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი ხანია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“.

აღნიშნული პოზიცია არის უშუალოდ ბატონ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების გამოხატულება და მას პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს; პირიქით, მომავალ გეგმებზე საუბრისას მისი უწმინდესობის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თხოვნა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაცული იყოს კორექტულობა, რაც აუცილებელია ქვეყნის სწორი განვითარებისათვის“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.