ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო თბილისშია

ანდრეა პირლოს, რომელიც კლუბ „მილანში" კახა კალაძის თანაგუნდელი იყო, საქართველოში რეკლამაში იღებენ.
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ფეხბურთელი, იტალიის ნაკრების ყოფილი წევრი ანდრეა პირლო თბილისში ჩამოვიდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს დედაქალაქში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთი ბუკმეკერული კომპანიის სარეკლამო რგოლში. გადასაღებ მოედანზე პირლო ცნობილ ფრანგ რეჟისორთან ჟულიენ ზენიესთან ერთად იმუშავებს, რომელმაც სხვადასხვა დროს კომპანია Mercedes Benz-ის, Peugeot-სა და Rolex-ის სარეკლამო რგოლები გადაიღო.

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო თბილისშია

ანდრეა პირლო 1979 წელს დაიბადა. საფეხბურთო კარიერა 1985 წელს დაიწყო. პირლო გამოდიოდა ყველაზე ცნობილი იტალიური კლუბების სახელით – „ინტერი“, „მილანი", „იუვენტუსი".

იტალიის ნაკრებში პირლო 2002-2015 წლებში ასპარეზობდა. მასთან ერთად 2006 წელს იტალიის ნაკრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

პირლომ საკუთარი კარიერა ოფიციალურად 2018 წელს დაასრულა. მიმდინარე წლის მაისში მან გამოსამშვიდობებელი მატჩი ითამაშა მილანის „სან-სიროს" სტადიონზე.