ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 2 ნოემბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 2 ნოემბრის პროგნოზზე.
Sputnik
ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 2 ნოემბერი

„2 ნოემბერი მიწის ძაღლის დღეა. დღევანდელი დღე საუკეთესო დროა საქმიანი შეხვედრებისთვის. ასევე კარგი დღეა სამსახურში ახალ თანამდებობაზე საქმის დასაწყებად. სასიკეთოა დოკუმენტების შეტანა რაიმე საქმესთან დაკავშირებით და ასევე ქორწინების დარეგისტრირება. არ არის სასურველი ოჯახური საიუბილეო დღესასწაულების მოწყობა“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა დრაკონის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.