მათითაშვილი: აკნესგან თავის დასაცავად ექვს დღეში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ ბალიშისპირი

პლასტიკური ქირურგი, გადაცემა „ექიმების" წამყვანი კოტე მათითაშვილი საუბრობს იმაზე, რა სიხშირით უნდა გავრეცხოთ ბალიშის თეთრეული, რომ თავი დავიცვათ აკნესგან.
Sputnik
მათითაშვილი: აკნესგან თავის დასაცავად ექვს დღეში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ ბალიშისპირი

„ყველაზე მინიმუმ, ექვს დღეში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ ბალიშისპირი. ხოლო ექვს თვეში ერთხელ ის ბალიში, რომელიც ბალიშისპირში არის დამალული, უნდა ამოვიღოთ და დავამუშაოთ სათანადოდ, რადგან ის ცხიმი, ოფლი, თუნდაც გრიმი, შესაძლოა გადავიდეს ბალიშზე. შემდეგ იგივე ბაქტერია თავისუფლად გადადის სახის კანზე“, – ამბობს კოტე მათითაშვილი.

აკნე - თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა. ხასიათდება  ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვან-ანთებითი დაზიანებით. აკნეს განვითარების მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა.