თბილისი ღვინის საერთაშორისო კონკურსს პირველად უმასპინძლებს

კონკურსის მთავარი მიზანი ქართული მეღვინეობის პოტენციალის წარმოჩენა და მსოფლიო ბაზრებზე მისი მხარდაჭერაა.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ევრაზიული საერთაშორისო დეგუსტაცია–კონკურსი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ თბილისში პირველად 7–9 ნოემბერს გაიმართება, წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.

საქართველოში პირველად საფერავის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება>>>

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი დეგუსტატორები და სომელიები, მათ შორის ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჟან მარი ორანი. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები აზიიდან და ევროპიდან. 

მხოლოდ ღვინო არა: ტურისტებს ჩაითაც მოხიბლავენ

კონკურსის შედეგები ამერიკულ ჟურნალ Wine spectator-ს გადაეგზავნება, რომელიც ყოველწლიურად ასახელებს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ას საუკეთესო სახეობას.

საკონკურსო ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები ხუთ კატეგორიად იქნება დაყოფილი: თეთრი ღვინოები, ქვევრის ღვინოები, ვარდისფერი და წითელი ღვინოები, თეთრი, ვარდისფერი და წითელი ცქრიალა ღვინოები, დესერტის, არომატიზებული ღვინოები, ალკოჰოლური სასმელები: ბრენდი, კონიაკი, არაყი, ბალზამი და ლიქიორი.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომპანიებმა განაცხადები საქართველოს ენოლოგთა კავშირში 3 ნოემბრამდე უნდა გაგზავნონ.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ენოლოგთა კავშირი, პროექტის მხარდამჭერი კი ღვინის ეროვნული სააგენტო და ქართული ღვინის ასოციაცია.