გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე უკრაინაში დააკავეს

საქართველოს მოქალაქეს პოლონელი ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ედება ბრალად.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე, რომელზეც გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის პოლონეთის მოთხოვნით საერთაშორისო ძებმა გამოცხადდა, უკრაინაში დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით. 

საქართველოს მოქალაქე პოლონეთში გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის იძებნება

უკრაინის პოლიციამ 39 წლის მამუკა ხეცურიანი ქართველ კოლეგებთან ერთობლივი მოქმედებების შედეგად დააკავა. საქართველოს მოქალაქეს ბრალად ედება პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის გაუპატიურება და მკვლელობა. ქალი 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა მისი ცხედარი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს აღმოაჩინეს.

პოლონეთის პოლიციის მტკიცებით, ბრალდებულმა 20 ოქტომბერს დატოვა ქალაქი, ხოლო 21 ოქტომბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა. პოლონეთში არ გამორიცხავდნენ, რომ იგი შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე ყოფილიყო.

ხეცურიანთან ერთად ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე და ბელარუსის ერთი მოქალაქე არიან დაკავებული. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.