ქართული სასწავლებლები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საუკეთესოთა სიაში მოხვდნენ

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ნუსხაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შევიდნენ.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. შეფასებაში „მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგი QS: აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია 2019", რომელშიც 26 ქვეყნის 300 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი შევიდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 109-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოხვდა კატეგორიაში 250-300.

საქართველოს ყველაზე პოპულარული უმაღლესი სასწავლებლები

სიაში ლიდერობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც მოსდევენ ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პრაღის კარლოვის უნივერსიტეტი.

რეიტინგის შედგენისას სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ რამდენიმე კრიტერიუმით: სამეცნიერო რეპუტაცია, რეპუტაცია დამსაქმებელთა შორის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შემადგენლობის თანაფარდობა, ინტერნეტ-რესურსების ეფექტურობა, პუბლიკაციების მხრივ აქტიურობა, პუბლიკაციების სამეცნიერო ციტირება, თანამშრომლების წილი სამეცნიერო ხარისხით, ინტერნეტში ყოფნა, უცხოელ პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის წილი და უცხოელ სტუდენტთა წილი.

კვლევის დროს გამოიკითხა 125 ათასი რესპონდენტი მთელ მსოფლიოში, მათ შორის მასწავლებლები და მეცნიერ–თანამშრომლები.

QS Quacquarelli Symonds ბრიტანული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია განათლების სფეროში.