ტურაშვილი: ზუზუ მეუბნებოდა, შენი იმედი მაქვს, ვიცი, რომ მოვკვდები, ბევრს იტირებო
© Sputnik
„მას ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა ცუდ ხასიათზე ყოფნის. ძალიან მიჭირს მასზე ამ კონტექსტში საუბარი. იმდენად მასხარა იყო, ამ ყველაფერს სიცილით აწვდიდა ირგვლივ მყოფებს. ზუზუ არ იყო ისეთი, როგორსაც თავს აჩვენებდა ადამიანებს. ის იყო ძალიან ღრმა, გულჩათხრობილი. მე მეუბნებოდა, შენი იმედი მაქვს, ვიცი, რომ მოვკვდები, ბევრს იტირებო. ხუმრობდა, გულის შეტევით მოვკვდებიო“, – იხსენებს ვერიკო ტურაშვილი.
მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი მიმდინარე წლის აგვისტოში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს გარდაცვლილი. მსახიობი მონაწილეობდა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები", ასევე ფილმებში „გოგონა სლაიდიდან" და „ფარაჯანოვი".