რატომ არ აჩენს საზოგადოების წინაშე მეოთხე შვილს ანუკი არეშიძე

ახალგაზრდა დედამ Instagram–ის ხელმომწერების კითხვებს უპასუხა.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე, რომელსაც სულ ახლახან მეოთხე შვილი გაუჩნდა, Instagram-ზე აქტიურობს.

მაგალითად, სულ ახლახან დიზაინერმა დაწერა, რომ ხელმომწერებს მისთვის საინტერესო კითხვების დასმა შეუძლიათ და ლოდინიც დიდხანს არ დასჭირვებია. 

ბევრი დაინტერესდა რატომ არ აჩენს არეშიძე საზოგადოების წინაშე მეოთხე შვილს ნიკოლას, რომელიც დაახლოებით ორი თვისაა.

ბავშვის ასაკია სწორედ კითხვაზე პასუხი. ანუკიმ დაწერა, რომ „ის ჯერ ძალიან პატარაა“. ამასთან მან პირობა დადო, რომ პატარას „ოდნავ მოგვიანებით“ გამოაჩენს საზოგადოების წინაშე. 

უყურადღებოდ არ დარჩენილა კითხვაც – სურს თუ არა ანუკის გოგონას დედობა.

„არა“ რომ გითხრათ, დამიჯერებთ?“, – იუმორით უპასუხა დიზაინერმა.

ცნობისმოყვარე ხელმომწერები ასევე დაინტერესდნენ ბავშვების მიმართ კალაძე მკაცრია თუ არა. 

„არა, ის ძალიან კეთილია“, – აღნიშნა არეშიძემ.

კალაძემ და არეშიძემ 2008 წელს გაიცნეს ერთმანეთი, 2013 წელს კი დაქორწინდნენ. წყვილს, ნიკოლას გარდა, ჰყავს სამი ვაჟი – ლევანი, კახაბერი და ვაჩე. უფროსი რვა წლისაა, მომდევნო – ექვსის, ხოლო უმცროსი – ოთხი წლის.