ახალციხეში შარლ აზნავურის სახელობის პარკი და ქუჩა გაჩნდება

ახალციხეში ფრანგი მომღერლის სახელს უკვდავყოფენ.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი  — Sputnik. ახალციხეში, აღმაშენებლის გზაჯვარედინზე მდებარე პარკსა და მალხასიანის ქუჩას ფრანგი მომღერლის შარლ აზნავურის სახელი ეწოდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi

გარდაიცვალა შარლ აზნავური

შარლ აზნავური 1 ოქტომბერს გარდაიცვალა 95 წლის ასაკში. მომღერალი 1924 წლის 22 მაისს პარიზში, ეთნიკური სომხების ოჯახში დაიბადა, რომელიც საფრანგეთში ემიგრაციაში საქართველოდან წავიდა.

მომღერლის მამა წარმოშობით ახალციხიდან იყო.

შარლ აზნავური ქართველი მსმენელის წინაშე 2012 წელს ახალციხეში რაბათის ციხის გახსნის ცერემონიაზე წარდგა. სწორედ მაშინ გაიმართა ფრანგი მომღერლის ვარსკვლავის გახსნა.

აზნავური მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი იყო. ის პირველი ფრანგი შემსრულებელია, რომელმაც ევროპაში პირველი პლატინის დისკი მიიღო. ავტორია ათასზე მეტი სიმღერის, შესრულებული აქვს 60-ზე მეტი როლი თეატრსა და კინოში.