ნინოწმინდაში ადგილობრივებმა საარჩევნო ბიულეტენში სალუაშვილი სააკაშვილად ამოიკითხეს

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ გელა სალუაშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე ჯამში 2 970 ხმა მიიღო.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ნინოწმინდაში არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სალუაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილში აერიათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთმა კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში 87 ხმა მიიღო, მოგვიანებით გაირკვა, რომ თურმე ის ამომრჩეველს მიხეილ სააკაშვილი ეგონა.

ნათელაშვილი ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს

ადგილობრივების განცხადებით, მათ ხმა სააკაშვილს მისცეს და გაუკვირდათ, როცა ჟურნალისტმა მათ უთხრა, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობდა. ამომრჩევლები ამტკიცებდნენ, რომ სიაში სააკაშვილი ამოიკითხეს.

ტელეკომპანიის ცნობით, ეჭვს, რომ ამომრჩევლებმა სალუაშილი ბიულეტენში შემთხვევით შემოხაზეს, ისიც ამყარებს, რომ სალუაშვილი ნინოწმინდაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არც ჩასულა და ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მას არ იცნობს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40 ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა.

არჩევნების წინა ვნებათაღელვა

მიხეილ სალუაშვილი კანდიდატად წარადგინა პოლიტიკურმა გაერთიანებამ: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

სალუაშვილმა საქართველოს მასშტაბით  2 970 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 0,19%-ს შეადგენს.