საქართველოს მოქალაქე პოლონეთში გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის იძებნება

პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, ბრალდებული უკვე საქართველოში იმყოფება
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. პოლონეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა 39 წლის საქართველოს მოქალაქე მამუკა ხეცურიანი, რომელსაც პოლონეთის ქალაქ ლოძში ჩადენილი გაუპატიურება და მკვლელობა ედება ბრალად, ნათქვამია ქალაქის პოლიციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი კანონიერი ქურდი „თენგო გალსკი“ წელს უკრაინიდან უკვე მეორედ გამოაძევეს

ტელეკომპანია Imedi-ს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეს  ბრალად ედება 38 წლის ქალის გაუპატიურება და მკვლელობა, რომელიც 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა მისი ცხედარი ძებნის მეექვსე დღეს აღმოაჩინეს.

პოლონეთის პოლიციის მტკიცებით, ბრალდებულმა 20 ოქტომბერს დატოვა ქალაქი, ხოლო 21 ოქტომბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა. დიდი ალბათობით, ხეცურიანი უკვე საქართველოში იმყოფება.