არც ერთი გადარჩენილი: ფოტოები ინდონეზიაში მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილიდან

Sputnik

ბიუჯეტური ავიაკომპანიის Lion Air ლაინერი Boeing 737 Max, რომელიც ჯაკარტიდან სუმატრის კუნძულისკენ მიფრინავდა, დასავლეთ იავას ნაპირებთან ჩამოვარდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში კადრები კატასტროფის ადგილიდან.

ავიაკომპანიის მონაცემებით, ბორტზე იმყოფებოდა 181 მგზავრი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ვერავინ გადარჩა.

1 / 15
მყვინთავები განაგრძობენ დაღუპულთა წყალქვეშ ძებნას
2 / 15
თვითმფრინავი ინდონეზიის დედაქალაქის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში ზღვაში ჩავარდა
3 / 15
დაღუპულთა ნივთები დიდ მანძილზე გაიფანტა
4 / 15
კატასტროფას ვერავინ გადაურჩა. ბოინგის ბორტზე მყოფთაგან ყველა დაღუპულია
5 / 15
არსებული მონაცემებით, კატასტროფას 189 ადამიანი შეეწირა. ჯერჯერობით მხოლო 10 მათგანის ცხედარია აღმოჩენილი
6 / 15
დაღუპულთა ოჯახის წევრები შოკში არიან
7 / 15
ჯაკარტის პორტის სანაპიროზე საგანგებო შტაბი მდებარეობს, სადაც კატასტროფის მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია გროვდება. დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიაქვთ ფოტოები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა მსხვერპლთა ამოსაცნობად გამოდგეს
8 / 15
საგანგებო ზონა პოლიციის მიერ არის შემოფარგლული
9 / 15
თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომლებიც წყლიდან ამოიღეს
10 / 15
ექსპერტები და მკვლევარები მგზავრების ნივთებს შეისწავლიან
11 / 15
მომხდარი დიდი ტრაგედიაა, როგორც დაღუპულთა ახლობლებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის
12 / 15
ექსპერტები განაგრძობენ მსხვერპლტა ინდენტიფიცირების პროცესს
13 / 15
დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებენ
14 / 15
მყვინთავებმა წყლიდან ნაპირზე გამოიტანეს 14 ტომარა ცხედრების ფრაგმენტებით. ისინი უკვე გადაგზავნილია დნმ-ის ექსპერტიზაზე
15 / 15
დაღუპულთა ძებნა ავიაკატასტროფის შემდეგ