თამარ ჟვანია: არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე არჩევნების პირველი ტურის წინასწარ შედეგებზე ისაუბრა.
Sputnik

„ჩვენ კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან სულ რამდენიმე საათში საზოგადოებას გავაცანით არჩევნების წინასწარი შედეგები 512 უბნის მიხედვით. რაც შეეხება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, იგი შეადგენდა 3 518 877 ადამიანს“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

თამარ ჟვანიას განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აიღო ხმების 38,63%, ხოლო მისმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.