პრესკონფერენცია: საქართველოს და რუსეთს შეუძლიათ ფეხბურთის საერთაშორისო ტურნიტი ჩაატარონ

პრესკონფერენცია თემაზე „საქართველოს და რუსეთს შეუძლიათ ერთად ჩაატარონ ფესბურთის საერთაშორისო ტურნირი" „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში სამშაბათს, 30 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.
Sputnik

კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაცია „არგენტინის სახლი საქართველოში" და მისი თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი  მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ჩატარების ინიციატივით გამოდიან. მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაის, პარაგვაის, რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს (21 წლამდე). პროექტის „ფეხბურთი, როგორც ეპოქების კავშირი მშვიდობისა და მეგობრობისთვის"  ფარგლებში იგეგმება საფეხბურთო მატჩები საქართველოსა და სოჭში. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტს მხარს უჭერენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მხრიდან კი ინიციატივას საგარეო საქმეთა და სპორტის სამინისტროები გამოეხმაურნენ.

პრესკონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ საერთაშორისო ტურნირის მნიშვნელობაზე და მის როლზე ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებაში.

- საქართველოში არგენტინის სახლის თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი;

- მოქანდაკე მერაბ გაგლოევი;

- მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნის საფეხბურთო ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი სერგეი იოანესიანი.

- ფეხბურთის ვეტერანი, თბილისის  „დინამოს" ლეგენდარული ნახევარმცველი გიორგი სიჭინავა.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც  „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

 „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com