მოდა არჩევნებზე: რა ფორმაში გამოჩნდნენ პოლიტიკოსები

ბევრს ჰგონია, რომ მოდა და პოლიტიკა ერთმანეთისგან შორსაა, თუმცა ძალიან ცდება. პოლიტიკოსის იერსახეს შეუძლია საზოგადოებაში კეთილგანწყობის ან, პირიქით, უარყოფითი დამოკიდებულების გამოწვევა.
Sputnik

"Sputnik–საქართველოს“ საშუალებით გადაავლეთ თვალი, თუ რა ფორმაში გამოწყობილი გამოჩნდნენ პოლიტიკოსები საარჩევნო უბნებზე.

ბიძინა ივანიშვილი

მოდურად, მკაცრად და გემოვნებით ჩაცმული გამოჩნდნენ საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე.

მოდა არჩევნებზე: რა ფორმაში გამოჩნდნენ პოლიტიკოსები

მკაცრი მუქი ლურჯი ფერის კოსტიუმი კარგად ეხამებოდა ხვედელიძის პიჯაკის თეთრ საყელოს.

კახა კალაძე

კლასიკის ჟანრი - შავისა და თეთრის შეხამება აირჩია თბილისის მერმა კახა კალაძემ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად გამოირჩევა თავისი ჩაცმის სტილით, არჩევნების დღეს ქალაქის მერი საარჩევნო უბანზე მკაცრ, მაგრამ მოდურ სამოსში გამოწყობილი მივიდა.

გრიგოლ ვაშაძე

საკმაოდ იმპოზანტურად გამოიყურებოდა გრიგოლ ვაშაძე - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. პოლიტიკოსი საარჩევნო უბანზე მკაცრი, მუქი ფერის პიჯაკითა და წითელი ჰალსტუხით გამოწყობილი მივიდა.

ირაკლი კობახიძე

ბაცი ცისფერი პერანგი და ლურჯი პიჯაკი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე მისთვის ჩვეულ სტილში გამოწყობილი მივიდა, თუმცა ამჯერად – უჰალსტუხოდ.

კახა კუკავა

კობახიძე არ ყოფილა ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც საარჩევნო უბანზე ჰალსტუხის გარეშე მივიდა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა ოფიციალური დრეს-კოდი დაიცვა, თუმცა, უჰალსტუხოდ.

ზურაბ ჯაფარიძე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტანსაცმლის შერჩევაში ყველაზე მეტად "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყო გამორჩეული. მიუხედავად იმისა, რომ იგი საარჩევნო უბანზე ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოწყობილი მივიდა, ერთი დღით ადრე საკმაოდ საინტერესო ტანისამოსში "გამოჩნდა". პოლიტიკოსმა იტალიურ ბრენდის Giovanni Morra-ს პიჯაკი შეუკვეთა, რომელიც ზემოდან მუქი ლურჯი ფერისაა, ქვემოთ კი წითელი ძაფები მავთულხლართის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც წითელ ფერთან ერთგვარ საზღვარს ავლებს. ამით ჯაფარიძეს სურდა ეთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია.

სანდრა რულოვსი

შავი ფერის ტყავის ქურთუკი, ტანზე მომდგარი შავი ფერის შარვალი და ყვავილის ფორმის ჭრელი ფერის ჩანთა - ასეთ ფორმაში გამოწყობილი მივიდა საარჩევნო უბანზე ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.