ზურაბიშვილი VS ვაშაძე: ნერვების ომი

Sputnik

არჩევნების პირველმა ტურმა გამოკვეთა ორი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის აშკარა ლიდერობა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში, თუ რა ხდებოდა კანდიდატთა საარჩევნო შტაბებში ხმის მიცემის დასრულების შემდეგ.

საარჩევნო უბნების 99,95%-ში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზურაბიშვილმა ხმათა 38,63% დააგროვა, მისმა მთავარმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ კი 37,73%. ამომრჩეველთა აქტივობამ ჯამში 47% შეადგინა. არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მათგანმა ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა.

1 / 12
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ შენობაში მდებარეობს. საარჩევნო უბნების დახურვასა და წინასწარი ეკზიტპოლების გამოცხადებას ზურაბიშვილი და მისი მომხრეები დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალყურს
2 / 12
ეკზიტპოლებით სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას იუწყებოდნენ
3 / 12
იქ მყოფები ამ ამბავს აღფრთოვანებულები შეეგებნენ - გამარჯვება პირველ ტურში!
4 / 12
ისინი, ვინც დარბაზში იყო, ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავდნენ
5 / 12
ზოგიერთი პრეზიდენტობის კანდიდატთან სელფისაც იღებდა
6 / 12
იმის შესახებ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თითქმის იგივე რაოდენობის ხმები მოაგროვა და არჩევნების მეორე ტური უნდა ჩანიშნულიყო, მოგვიანებით გახდა ცნობილი
7 / 12
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბნების დაკეტვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის შტაბში მივიდა, თუმცა ვიზიტი სულ 20 წუთს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილმა ვიზიტის დროს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
8 / 12
ზურაბიშვილის შტაბში ასევე მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე
9 / 12
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში არც ისე ბევრი ხალხი იყო
10 / 12
ვაშაძე და მისი მომხრეები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ეკზიტპოლებს და ზედმეტი ოპტიმიზმისგან თავს იკავებდნენ
11 / 12
თუმცა მეორე ტურის ჩანიშვნამ ვაშაძე და მისი თანამოაზრეები გაახარა
12 / 12
ვაშაძის მიერ დაგროვილი ხმების რაოდენობა მისმა მომხრეებმა მეორე ტურში გამარჯვების საწინდრად მიიჩნიეს. მას ასევე შესაძლოა მხარი დაუჭირონ ოპოზიციის დანარჩენმა კანდიდატებმა, რომლებიც მეორე ტურში ვერ გადავიდნენ. სალომე ზურაბიშვილის მომხრეები კი ყველა საკუთარ რესურსის მობილიზებას მოახდენენ გამარჯვების მოსაპოვებლად