ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისათვის: საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 38,17 % მივიდა

Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში 17:00 საათისათვის ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 38,17% მისცა, რაც 1 337 284 ამომრჩეველს შეადგენს, -  განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისი თქმით ყველაზე აქტიურები იყვნენ ამომრჩევლები ამბროლაურში, ხოლო ყველაზე პასიურნი - გარდაბანში.

ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისათვის: საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 38,17 % მივიდა

საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

დღეს საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ, რომლებმაც არჩევანი 25 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. მომავალში პრეზიდენტის არჩევის პრეროგატივა საარჩევნო კოლეგიას ექნება.