ავარია თელავში: ავტომობილმა ქვეითი გაიტანა

შეჯახების შემდეგ მძღოლი პოლიციას დაელოდა
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თელავში Opel-ის მარკის ავტომობილი დაეჯახა მამაკაცს, რომელიც ადგილზე დაიღუპა, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ავტოავარია თბილისში ტრაგიკული შედეგით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა კვირას საღამოს მოხდა. ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია და ის საპატრულო პოლიციის მოსვლას დაელოდა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 276-ე მუხლით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.