ყოფილმა პრემიერმა კვირიკაშვილმა არჩევნებზე სასოწარკვეთილი ოპერატორი გადაარჩინა

ქართული არჩევნები - დაძაბული პროცესია არამარტო პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლისთვის, არამედ მედიის მუშაკებისთვისაც
Sputnik

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა საარჩვენო უბნებზე უნდა მოასწრონ და გამოიჭირონ საინტერესო ნიუსმეიკერები, და ხშირად ამისათვის თავზე ხელაღებული საქციელი არის საჭირო

ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისათვის: საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 38, 17 % მივიდა >>

კადრების დევნაში „დაშავდა“ ტელეკომპანია Rustavi2-ის ტელეოპერატორი. ის ცდილობდა გადაეღო საქართველოს ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც საარჩევნო უბანზე მიდიოდა და ამ დროს კედელს შეასკდა. ყოფილი პოლიტიკოსი შეეცადა დახმარებოდა მას, მაგრამ ოპერატორი შენობაში შევარდა, რათა კვირიკაშვილის გადაღება მოესწრო.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ შემთხვევამ გაახალისა. ზოგიერთი ოპერატორის პროფესიონალური მონდომებით აღფრთოვანდა, ზოგი ხუმრობდა, რომ კვირიკაშვილმა ის სიკვდილს გადაარჩინა.