ზურაბ ჯაფარიძე: მკიდია, ჩემს თავს მივეცი ხმა

პრეზიდენტობის კანდიდატმა პირდაპირ ეთერში ამომრჩევლებს მიმართა: „რას ზიხართ მანდ და რას მიყურებთ, წადით არჩევნებზე და ხმა მომეცით“.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკური პარტია „გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა საკუთარ თავს მისცა. 

„ნაცმოძრაობელმა“ ქალმა „ოცნების“ მომხრე ქალი სცემა: აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

პრეზიდენტობის კანდიდატმა თავისი პოზიცია ვაკის 49-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

„სხვა კანდიდატებმა ხმა მისცეს გაბრწყინებულ ივერიას და ნათელ მომავალს, უღრუბლო ცას. მე მივეცი ხმა „გირჩის“ კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს. შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. ვიცი, რომ ამით რაღაც რეგულაცია დავარღვიე, მაგრამ მკიდია. ჩემს თავს მივეცი ხმა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ სხვას შემოვხაზავდი?“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატმა პირდაპირ ეთერში ამომრჩევლებს მიმართა: „რას ზიხართ მანდ და რას მიყურებთ, წადით არჩევნებზე და ხმა მომეცით“.

საქართველოში 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

არჩევნებში 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას. მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის 43 ქვეყანაში. მიმდინარე არჩევნებზე მთლიანობაში 3 ათას 703 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან უცხოეთში 55.

არჩევნების მიმდინარეობას 73 ადგილობრივი და საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21,8 ათასი დამკვირვებელი, ასევე 58 საერთაშორისო ორგანიზაციების 1 მილიონზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება.