ექსკლუზიური რეპორტაჟი უცხოეთიდან: არჩევნებში ჯერჯერობით აქტიურობა არ შეინიშნება

იმის გასაგებად, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები უცხოეთში, „Sputnik-საქართველოს“ ჟურნალისტი თელ-ავივში, მადრიდსა და რომში გახსნილ საარჩევნო უბნებს დაუკავშირდა.
Sputnik

იმის გასაგებად, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები უცხოეთში, „Sputnik-საქართველოს“ ჟურნალისტი თელ-ავივში, მადრიდსა და რომში გახსნილ საარჩევნო უბნებს დაუკავშირდა.

ისრაელი

საარჩევნო შტაბი გახსნილია საქართველოს საელჩოს შენობაში. კომისიის თავმჯდომარე როლანდ ბუაძე გახლავთ.

Sputnik-საქართველო კომისიის წევრ ზურაბ პოპიაშვილს გაესაუბრა:  

ექსკლუზიური რეპორტაჟი უცხოეთიდან: არჩევნებში ჯერჯერობით აქტიურობა არ შეინიშნება

— ბატონო ზურაბ, აქტიურია თუ არა ამომრჩეველი?

— ამ ეტაპზე მაღალი აქტივობა ამორჩეველთა შორის არ შეიმჩნება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ისრაელში კვირა ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. ამიტომ ხალხი ჯერ კიდევ სამსახურებშია და ვერ მოდის.

— მიუხედავად ამისა, პირველი ამორჩველი მაინც დაფიქსირდა...

— დიახ, ეს გახლავთ ლევან ბექაური. ის ყველაზე პირველი მოვიდა საარჩევნო უბანში, რათა  მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა.

— საერთოდ, რამდენი ამომრჩეველია ისრაელში?

—  ცესკო-დან გადმოგვეცა სია, სადაც 1100  კაცია დაფიქსირებული.

— როდისთვის ელოდებით ამომრჩეველთა გააქტიურებას?

— ადგილობრივი დროით სამი საათის შემდეგ ველოდებით. იმედია, რომ ჩვენი მოქალაქეები სამსახურის შემდეგ მოვლენ და ქვეყნის წინაშე აუცილებლად მოიხდიან ვალს. 

ესპანეთი

ექსკლუზიური რეპორტაჟი უცხოეთიდან: არჩევნებში ჯერჯერობით აქტიურობა არ შეინიშნება

ესპანეთში საარჩევო შტაბები მადრიდსა და ბარსაშია გახსნილი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მადრიდში ირაკლი ბაბილაშვილია, მოადგილე კი თამარ მეტრეველი.

თამარ მეტრეველი:

ესპანეთში 1240 ქართველი ამომრჩეველია დაფიქსირებული, ამ დროისთვის ხმა მისცა მხოლოდ 15-მა.

პირველი ამომრჩეველი ქალბატონი ნანა ანდღულაძე გახლდათ, საქართველოს საელჩოს მრჩეველი და კონსულის ფუნქციების შემსრულებელი ესპანეთის სამეფოში.  

იმედია, ამომრჩეველთა აქტივობა საღამოსკენ უფრო გაიზრდება.

იტალია

ექსკლუზიური რეპორტაჟი უცხოეთიდან: არჩევნებში ჯერჯერობით აქტიურობა არ შეინიშნება

საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ბეგლარ თავართქილაძე:

საარჩევნო უბანი დილიდან გაიხსნა, თუმცა ამ დროისთვის ხმა სულ 30 ადამიანს აქვს მიცემული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქტივობა ჯერჯერობით ძალიან დაბალია.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ბევრი ისეთიც მოვიდა, ვინც საარჩევნო სიაში არ იყო და ამის გამო ვერ შეძლო ხმის მიცემა.

აშშ

ექსკლუზიური რეპორტაჟი უცხოეთიდან: არჩევნებში ჯერჯერობით აქტიურობა არ შეინიშნება

ყველაზე გვიან არჩევნები ამერიკაში დაიწყო. ნიუ-იორკში ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. ერთ მთგანში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო ტაბატაძეა, მოადგილე- მანანა ჩიტაური, მეორეში კი კომისიის თავმჯდომარე მარინა ხვთსიაშვილი გახლავთ, რომლის მოადგილეც გელა გელაშვილია.

როგორც ნიუ-იორკში, მერვე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ჩიტაურმა გვაცნობა, საარჩევნო უბანი იქ ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე (თბილისის დროით, 16:00 საათი) გაიხსნა და ამომრჩეველმა უკვე დაიწყო ხმის მისაცემად მისვლა.

საქართველოს მოქალაქეები დღეს რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. საარჩევნო უბნები გახსნილია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

ქვეყნის პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლოჯერ არჩევა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს 43 ქვეყნის 55 უბანზე შეუძლიათ.