ხონში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

წმინდა ნინოს ეკლესია სოფელ მათხოჯში 1872 წელს არის აგებული.
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ   მათხოჯის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სამუშაოები სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

მარნეულში წმინდა ნიკოლოზის ეკლესია აღადგინეს

შუალედური ანგარიშის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების შედეგად დაიშალა დასავლეთისა და სამხრეთის ტაძარში შესასვლელი კიბეები, სახურავის ხის კონსტრუქციები, ძველი სახურავის ბურვილი და სამრეკლოზე ასასვლელი კიბეები. მოეწყო სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელი ბაქანი და კიბეები. ასევე მოეწყო ხაოიანი თუნუქის სახურავი. აგრეთვე მოეწყო ხის კონსტრუქციები სახურავზე, სამრეკლოზე ასასვლელი კიბეები და ხარაჩოები ფასადებსა და ინტერიერში. კამარა გაილესა კირით და ეკლესია სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

წმინდა ნინოს ეკლესია სოფელ მათხოჯში 1872 წელს არის აგებული.

სამუშაოები შპს  „კირთხურომ“ შეასრულა.