საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი მედალი მოიპოვა

ქართველმა მოჭიდავემ ნუგზარ წურწუმიამ კარიერაში პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავემ ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარეობს.

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს >>

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში წურწუმიამ ჩინელ ფალავან ლიგუო ცაოს ანგარიშით 11:0 მოუგო.

ქართველი ფალავნისთვის მიმდინარე სეზონზე ეს უკვე მეორე წარმატებაა. ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთის ქალაქ კასპიისკში გაიმართა, წურწუმიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში წურწუმიას მედალი ჯერჯერობით ერთადერთია. შაბათს მედლის აღების შანსი აქვს რობერტ კობლიაშვილს (-87 კგ), რომელიც თავის წონით კატეგორიაში მონაწილეობას რეპეშაჟში მიიღებს.

საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი მედალი მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბუდაპეშტში 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.