გორი ბავშვის მკვლელობამ შეძრა

Sputnik-ის გადამღები ჯგუფი გორში ჩავიდა, სადაც 8 წლის გოგონა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები ტრაგედიის ადგილიდან
Sputnik

Sputnik-ის გადამღები ჯგუფი გორში ჩავიდა, სადაც 8 წლის გოგონა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები ტრაგედიის ადგილიდან

8 წლის გოგონას გაუჩინარების შესახებ წინა ღამეს გახდა ცნობილი. დაკარგული ბავშვის ოჯახმა პოლიციას მიმართა. მალე გოგონას ცხედარი, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, მდინარე ლიახვთან ახლოს, ადგილობრივ ბაზართან აღმოაჩინეს, მსვერპლის საცხოვრებლიდან 50 მეტრში.

დილით ცნობილი გახდა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

გამოძიება მიმდინარეობს მუხლით "არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში", რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.