ამინდის პროგნოზი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს: კვირა, 28 ოქტომბერი

არჩევნების დღეს, კვირას, საქართველოს ტერიტორიაზე სინოპტიკოსები ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.
Sputnik

პარასკევს საქართველოში ამინდმა გაუარესება დაიწყო — ჰაერის ტემპერატურა ერთ დღეში 10 გრადუსით დაეცა. როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მოვიდა ნალექი, მაღალ მთებში — თოვლის სახით. 

როგორი ამინდი იქნება კვირას, 28 ოქტომებრს საქართველოში - საპრეზიდენტო არჩევნების დღეს 

აღმოსავლეთ საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი, რომელიც დროდადრო 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდება. 

დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება პლუს 3 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 18 გრადუსი. 

მაღალ მთაში მოსალოდნელია მინუს 6 გრადუსი სიცივე ღამით, ხოლო დღისით — პლუს 9 გრადუსი სითბო. 

დასავლეთ საქართველოში

დასავლეთ საქართველოში კვირას ძირითადად მზიანი ამინდი იქნება. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი, რომელიც დროდადრო 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდება. 

ღამით დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მინუს ექვს გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით პლუს 23 გრადუსამდე აიწევს.

მაღალ მთაში ღამით მინუს 8 გრადუსი იქნება, დღისით კი — პლუს 14 გრადუსი.

ამინდი თბილისში

თბილისში კვირას მზიანი ამინდია მოსალოდნელი, უნალექოდ. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 7 გრადუსს შეადგენს, ხოლო დღისით პლუს 18 გრადუსამდე გათბება.