„როცა მსახიობის კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მე მას მაინც უნდა ვუპასუხო, რათა მოეჩვენოს, რომ მე უნიკალური ენციკლოპედიური ცოდნა მაქვს“, – ამბობს რობერტ სტურუა სატელევიზიო გადაცემაში.
რობერტ სტურუა – რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. 70-80-იან წლებში იქმნება სტურუას ყველაზე ცნობილი სპექტაკლები – პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე" და ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე", რომელიც შევიდა საერთაშორისო კრებულში „XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლები". რობერტ სტურუა ცნობილია, როგორც შექსპირის თეატრის „პარადოქსული ინტერპრეტატორი". 37 პიესიდან 17 დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში. რეჟისორი კარგად ხატავს, უკრავს ჯაზს, წერს პიესებს.