უჩვეულო ფესტივალი: მადრიდის ქუჩებში ცხვრების აღლუმი გაიმართა

Sputnik

ცხვრის ფარებმა მადრიდის ცენტრში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები ცხოველთა ყოველწლიური აღლუმიდან.

გასულ კვირას მადრიდის ცენტრში მოძრაობა განსაკუთრებული მიზეზის გამო გადაიკეტა: ქალაქში 1500 სულ ცხვარს უნდა გაევლო, რომლებსაც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიერეკებოდნენ.

ამ უძველეს ტრადიციას მადრიდელები ყოველწლიურად აღნიშნავენ ეროვნული მუსიკისა და ცეკვის თანხლებით.

1 / 8
მადრიდის ქუჩები ცხვრის ფარის ბღავილმა გააყრუა
2 / 8
ესპანეთის დედაქალაქის ქუჩებში 1500 სული ცხვარი, მწყემსები და ფარის მცველი ძაღლები გამოჩნდნენ
3 / 8
ცხვრების აღლუმი დაახლოებით 4 საათი გრძელდებოდა და ამიტომ მძღოლებს შემოვლითი გზების ძებნა უწევდათ
4 / 8
ეს ცხვრის ტრადიციული გადარეკვაა, როცა ცხოველები უფრო თბილი კლიმატის მქონე რეგიონში გადაჰყავთ
5 / 8
ფესტივალი საზოგადოებას ესპანელი ფერმერების იმ უფლებას შეახსენებს, რომლის მიხედვითაც მათ სეზონური მარშრუტისთვის მადრიდის ქუჩების გამოყენება შეუძლიათ
6 / 8
ქალაქის ცენტრში ათასობით მადრიდელი და ტურისტი გამწკრივდა, რათა ეს უჩვეულო აღლუმი ენახათ
7 / 8
ეს უძველესი ტრადიცია 1992 წელს აღადგინეს
8 / 8
მას შემდეგ ცხვრების გადარეკვის ფესტივალი ყოველ წელს იმართება