გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

მედიკოსების ცნობით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

საგარეჯოში მამაკაცი საკუთარ სახლში დაჭრეს- დაკავებულია ერთი პირი

შემთხვევა კულტურისა და დასვენების პარკში დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ცნობით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან რვა წლამდე.