ჯაბა კანკავას გოლი უეფას ერთა ლიგაში საუკეთესოთა ათეულში მოხვდა

ქართული გუნდი ერთა ლიგაში გამოირჩეოდა არამარტო წარმატებული, არამედ ლამაზი თამაშითაც
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ერთა ლიგის მატჩში ლატვიის ქარში საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანის, ჯაბა კანკავას მიერ გატანილი გოლი უეფას ვერსიით საუკეთესო გოლების ტოპ-ათეულში მოხვდა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ სიაში შესულია გოლები, რომლებიც უეფას ერთა ლიგაში ოქტომბერში გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა 16 ოქტომბერს გასვლაზე ლატვიის გუნდს ანგარიშით 3:0 მოუგო. ჯაბა კანკავამ ამ შეხვედრის ანგარიში მერვე წუთზე გახსნა.

ტურნირზე ოთხი ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა „D ლიგის“ ნომერ პირველ ჯგუფში 12 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი წინასწარ გაინაღდა. ამ შედეგით ქართველი ფეხბურთელები ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებენ, ხოლო უეფას ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ზედა დივიზიონში - „С ლიგაში“ იასპარეზებენ.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებს საქართველოს ნაკრები ნოემბერში გამართავს ყაზახეთთან (შინ - 19 ნოემბერს) და ანდორასთან (სტუმრად - 15 ნოემბერს).