ქართული ანიმაცია დიდ ეკრანებზე დაბრუნდება

ქართული მულტფილმები ახალ ცხოვრებას ახალი პროექტის წყალობით შეიძენენ.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა და კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ წამოიწყეს ახალი პროექტი „რე-ანიმაცია“, რომლის ფარგლებშიც ძველი ქართული მულტფილმები ციფრული გახდება, ჩაუტარდება რესტავრაცია და მზად იქნება დიდ ეკრანებზე ჩვენებისთვის.

ნიქოზის ფესტივალზე რუსულ და ქართულ ანიმაციას აჩვენებენ >>

როგორც ეროვნული არქივის განცხადებაშია აღნიშნული, ინიციატივის მიზანია ქართული ანიმაციის დაცვა და პოპულარიზაცია, ასევე მისი ხარისხიანი ასლების შექმნა.

მკვლელობის გაცოცხლება: ქართველმა მხატვარმა ჭავჭავაძის გარდაცვალებაზე ანიმაცია შექმნა

ანიმაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანა ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერით მიმდინარეობს. მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ ასლებს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება.

კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“ 300-ზე მეტი მულტფილმი ინახება. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია 20-მდე სურათის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია, რომლებიც 1960-1980 წლებშია გადაღებული. მათ შორის არის მულტფილმები „თერძი ბესო“, „საზამთრო“, „ჩიკორიკო“, „ყოჩაღი ბაკური“, „ერთხელ ტყეში“, „ბუმბული“, „სახლობანა“, „ბომბორა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ლურჯა“ და სხვ.

აღდგენილ მულტფილმებს ბავშვებს ეროვნული არქივის კინოთეატრში უჩვენებენ. რესტავრირებული ფილმების სეანსები 2018 წლის ნოემბერში მოეწყობა.