აფეთქება რუსთავში: 9 წლის გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა

გოსპიტალიზაციიდან მესამე დღეს გოგონამ გამოჯანმრთელება დაიწყო
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. გაუმჯობესდა 9 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელიც რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქებისას დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

რუსთავში აფეთქება კვირას, ავტოფარეხის დემონტაჟის დროს მოხდა. შედეგად დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ერთ-ერთი მათგანის, 9 წლის გოგონას მდგომარეობა კრიტიკული იყო.

რუსთავში აფეთქებისას დაშავებული 9 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა >>

პაციენტს მუცლის არეში ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების ინფორმაციით, გოგონა რეანიმაციაში რჩება, თუმცა უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს - ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს.

რაც შეეხება აფეთქებისას დაშავებულ 12 წლის ბიჭს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, გართულებების გარეშე. მოზარდმა ქუსლის ტრავმა მიიღო და ის იაშვილის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.