ავტოავარია გურჯაანში: მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ამ დროისთვის გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სოლოლაკში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

ავტოსაგზაო შემთხვევა სარაჯიშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს BMW-ს მარკისა და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდა. ის სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.