Tbilisi Fashion Week: მარნები, აირწინაღები და ფარდაგები

აირწინაღები, მამაკაცის ლაქის ლაბადები და კომბინეზონები, აღმოსავლური ხალათები და ტილოს ნახევრადგამჭვირვალე კაბები - ამით არის გამორჩეული თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი (Tbilisi Fashion Week), რომელიც ეკოლოგიის პრობლემატიკას მიეძღვნა
Sputnik

ეკოლოგიური პრობლემატიკის გარდა, მულტიფუნქციური სივრცის „ღვინის ქარხანა №1" ღვინის მარნებში უამრავი არასტანდარტული პერფორმანსი ჩატარდა.

თბილისის მოდის კვირეული ქართველმა დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ გახსნა. დიზაინერმა საკმაოდ ძვირი ქსოვილები, ნატურალური აბრეშუმი გამოიყენა. ჯოხაძემ არჩევანი კვლავ შეაჩერა მკაცრ და ელეგანტურ სილუეტებზე და მის კოლექციაში ძირითადად შავი ფერი დომინირებდა.

Tbilisi Fashion Week: მარნები, აირწინაღები და ფარდაგები

„ამ სეზონზე ჩვენება პერფორმანსის სახით იყო წარმოდგენილი. მე შევუერთდი თბილისის მოდის კვირეულის თემას, რომელიც გარემოს დაბინძურებას მიეძღვნა. მიზანმიმართულად არ დაიბეჭდა მოსაწვევები, სტუმრებმა ისინი ელექტრონული ფოსტით მიიღეს“, - გვიამბო ჯოხაძემ.

Tbilisi Fashion Week: მარნები, აირწინაღები და ფარდაგები

ბრენდმა Miro-მ და რუსმა დიზაინერმა იანა მურავიოვამ მაყურებელს თეთრი და გამჭვირვალე შეაყვარეს: აბრეშუმისა და ბამბის სარაფნები და ნაზი ყვავილებიანი კაბები ხავერდის ბაფთებით წელზე, მაკრამეს მინიატურული კომბინაციები, ნახევრადგამჭვირვალე ფართე პერანგები და ჩალის ქუდები.

Tbilisi Fashion Week: მარნები, აირწინაღები და ფარდაგები

უკრაინელმა დიზაინერმა ლუბა მაკარენკომ და ბრენდმა Saya-მ მომავალ გაზაფხულზე პასტელის ფერებში და ანრი მატისის თემატიკით შთაგონებული ტილოს სამოსს გვთავაზობს.

Tbilisi Fashion Week: მარნები, აირწინაღები და ფარდაგები

TFW-ს დებიუტანტი თათია კორსავა - დამწყები დიზაინერების კონკურსის გამარჯვებულია. ბრენდმა Korsava მოდის კვირეულს შემატა ხულიგნობისა და ავანგარდიზმის ელფერი. მამაკაცის კოლექციის მთავარი აქსესუარებია აირწინაღები, ფერი - ბორდო, სამოსი - ლაქის კომბინეზონები, შორტები და ლაბადები.

დიზაინერმა ლაშა დევდარიანმა მიმართა ძველ ტრადიციებს - ფარდაგებს და მათ კაშკაშა სტილისტიკას, აღმოსავლურ ხალათებსა და ორნამენტებიან კაბებს.

Tbilisi Fashion Week: მარნები, აირწინაღები და ფარდაგები

თბილისის მოდის კვირეული ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დასრულდა. თავისი კოლექცია ჩხიკვაძემ ყოველდღიურ ცხოვრებაში სიკეთის თემას და ეკოლოგიის პრობლემატიკას მიუძღვნა.

„ეს არის ბუნება, სიყვარული, სილამაზის გადმოცემა აქსესუარების დახმარებით  და უბრალოდ სიკეთე, რომელიც ადამიანმა ყოველდღე შეიძლება შეიგრძნოს. ამავე დროს წინა პლანზე წამოწეულია ჩვენი ეკოლოგიის პრობლემატიკა“, - უამბო ქეთიმ „Sputnik-საქართველოს“.

Tbilisi Fashion Week: მარნები, აირწინაღები და ფარდაგები

ქეთი ჩხიკვაძის კოლექცია ტრადიციულ აღმოსავლურ მოტივებს ასხივებდა. პოდიუმზე გამოჩნდა როგორც ფართომხრებიანი, ისე დახვეწილი შარვალ-კოსტიუმები, ქალური კაბები კრემისფერ, ფირუზისფერ და ლურჯ ფერებში. ქეთი ჩხიკვაძის კოლექციით აღფრთოვანდა თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე, რომელმაც ქეთის თავისი საქმის ნადვილი პროფესიონალი უწოდა.

„ქეთი ჩამოყალიბებული დიზაინერია, რომელიც საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობს. ის უკვე მესამე სეზონი ჩვენთან ერთად ამ სილამაზეს ქმნის. როგორც ორგანიზატორმა შემიძლია ვთქვა, რომ მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა“, - აღიარა თაკო ჩხეიძემ.

მოდის კვირეული თბილისში: ლაშა ჯოხაძის განსხვავებული, ელეგანტური და თამამი სამოსი >>

თბილისის მოდის კვირეულზე 2019 წლის გაზაფხული-შემოდგომის სეზონის მოდური ტრენდების საკუთარი ხედვა წარადგინეს დიზაინერებმა Tsite, Rosella May, MarMari, Ethere Accessories, NARGIS Georgia New Issue Presentation, RUARUA, Atelie Martha, Rosella May, 1377-მა და სხვებმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით წლევანდელ ღონისძიებას 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა, მათ შორის, Vogue, Elle, Harper's Bazaar აშუქებდა. თბილისის მოდის კვირეული თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მხარდაჭერით გაიმართა.