კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ დასცინა

კახა კალაძემ იუმორით უპასუხა იმას, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფო მოხელეებზე ზეწოლის მოხდენაში დაადანაშაულეს
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მისამართით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ხუმრობით უპასუხა.

ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაკეტეს და სცემეს: საქართველო ახალმა ფარულმა ვიდეოკადრებმა შეძრა >>

„ნაცმოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მორიგი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც ხელისუფლების კომპრომეტირებას ემსახურება. ამ აუდიოჩანაწერში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის სახელით ვინმე პირი უკავშირდება თითქოსდა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს და ეკითხება, მიიღეს თუ არა მათ დავალება ხმა მისცენ ზურაბიშვილს, რაზეც თითქოსდა თანამშრომელი პასუხობს, რომ რა თქმა უნდა, ხმას მას მისცემენ.

მიუხედავად იმისა, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ხაბეიშვილის განცხადებას დეზინფორმაცია და მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა, ჟურნალისტებმა თბილისის მერს შეკითხვა მაინც დაუსვეს.

„მეც მაქვს ჩანაწერი, რომელიც მოვიპოვე და ვფიქრობ, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება, მე თქვენ მოგასმენინებთ ამ აუდიოჩანაწერს რადგან არ მაქვს ტექნიკური შესაძლებლობა, დიდი ეკრანი დავდგა“, - უპასუხა ჟურნალისტებს კალაძემ.

ფარული ჩანაწერების ქვეყანა ანუ როცა ყველა ყველას უსმენს, მაგრამ ერთმანეთის არავის ესმის

ამ ჩანაწერზე, რომელიც ხუმრობით შეიქმნა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელი ამბობს, რომ ხმას აუცილებლად მისცემს „ნაცმოძრაობას“, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა.

ამგვარად კალაძემ არამარტო იხუმრა ოპონენტების აუდიოჩანაწერებზე, არამედ ზურაბიშვილის მისამართით „ნაცმოძრაობის“ ბრალდებებს უპასუხა. ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ზურაბიშვილს სამშობლოს ღალატს იმ დროიდან აბრალებენ, როდესაც მან განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

„ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირება არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაძლიერდა. ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში პერიოდულად ქვეყნდება ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი აუდიოჩანაწერები, რომელთა ნაწილი პროკურატურამ უკვე შეისწავლა და დაადგინა, რომ ეს მონტაჟია. „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერებს პროვოკაციებში და „ბინძური საარჩევნო კომპანიის“ წარმართვაში ადანაშაულებს.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო ბიულეტენებში 25 კანდიდატი იქნება შეყვანილი.

ზურაბიშვილის მთავარი კონკურენტები არიან „ნაცმოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ და კანდიდატი პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დავით ბაქრაძე.