ხორვატიის დედაქალაქი შემოდგომის ფერებში

Sputnik

დიდებული სანაპირო, ასობით ლამაზი კუნძული, უღრანი ტყეები და უძველესი სასახლეები – ეს ყველაფერი ხორვატიას დასვენების არაჩვეულებრივ ადგილად აქცევს. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტომასალაში ზაგრების ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობები.

შემოდგომა შესანიშნავი დროა ხორვატიის მოსანახულებლად: ტურისტების რაოდენობა ძალიან ცოტაა, ფასები კი 40%-დან 80%-მდე ნაკლები, ვიდრე ტურისტულ სეზონზე. არაა გასაკვირი, რომ ხორვატია ევროპის რეგიონებს შორის პოპულარობით მესამეა ტურისტებში. ამაზე მეტად დამსვენებლები მხოლოდ კანარის კუნძულებსა და კატალონიას სტუმრობენ.

1 / 14
ქალაქ ზაგრებს მის შემოგარენთან ერთად ცალკეული ჟუპანიის სტატუსი აქვს ხორვატიაში
2 / 14
წმინდა მარკის ეკლესია ზაგრების ცენტრში მდებარეობს და მიიჩნევა ერთ-ერთ სიმბოლოდ და დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობად. ყურადღებას იქცევს ეკლესიის უჩვეულო სახურავი, რომელიც სხვადასხვა ფერებშია გაწყობილი
3 / 14
ზაგრების ფუნიკულორი - ქალაქის უძველესი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზაგრების ცნობილი ღირსშესანიშნაობა, რომელსიც ძალიან პოპულარულია ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებში
4 / 14
იოსიპ ელაჩიჩის მოედანს შეგვიძლია ზაგრების გული ვუწოდოთ. მასზე 1866 წელს დაიდგა ცნობილი ხორვატიული წარმოშობის ავსტრიელი გენერლის ძეგლი, რომელიც ავსტრიელ სკულპტორ ანტონ ფერნკორნს ეკუთვნის
5 / 14
მლეტაჩკის ქუჩა წმინდა მარკის მოედნიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. აქ შეგიძლიათ იხილოთ მეშტეროვიჩის სახელოსნო - XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხორვატი სკულპტორი და არქიტექტორი
6 / 14
ხორვატიის ეროვნული თეატრი, რომელიც განთავსებულია ზაგრების ცენტრში მარშალი ტიტოს მოედანზე, არის ხორვატიის არა მხოლოდ არქიტექტურული მარგალიტი, არამედ ნამდვილი მექა ტეატრალური ხელოვნების თაყვანისმცემლებისათვის
7 / 14
მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ყოველ შაბათს საპატიო ასეულის გუშაგთა ცვლის ცერემონია იმართება
8 / 14
ზაგრების ქუჩებში სეირნობისასაც ტურისტს შეუძლია იხილოს ბევრი სახალისო, უჩვეულო და საინტერესო მოვლენა. ფოტოზე - ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინა
9 / 14
ზაგრები მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამეცნიერო ცენტრია. მოგზაურები ხორვატიის დედაქალაქს "მუზეუმების ქალაქად" მოიხსენიებენ. კულტურული დაწესებულებები და საგამოფენო ცენტრები მართლაც ძალიან ბევრია და მათ უმეტესობა უნიკალურია ქვეყნის მასშტაბით
10 / 14
ზაგრების ხელოვნებისა და ხელნაწერთა მუზეუმი 1880 წელს დაარსდა. დღეს მასში 160 ათასზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ნივთები, რომლებიც უკვე თექვსმეტ საუკუნეზე მეტისაა
11 / 14
ზაგრების პირველი ტაძარი 1093 წელს აიგო. ამ შენობის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, რადგან 1242 წელს ის მონღოლებმა დაარბიეს. მას შემდეგ, რაც ტაძარი აღადგინეს, ის კედლითა და კოშკებით გაამაგრეს
12 / 14
ზაგრების ტაძარი ქალაქის სიმბოლოთ მიიჩნევა. ორიგინალში მისი დასახელება ასე ჟღერს: ღვთისმშობლის ამაღლებისა და წმინდა სტეფანისა და ვლადისლავის სახელობის ტაძარი. ეს კათოლიკური ტაძარი ზაგრების ზაგრების ეპარქიას ეკუთვნის
13 / 14
ტაძრის გარშემო აღმართულია კედლები, რომლების ადგილზეც ადრე ტბები იყო, სადაც მღვდელმსახურები თევზაობდნენ
14 / 14
საკათედრო კომპლექსის გარშემო შენარჩუნებულია ძველი თავდასაცავი კედლები. ერთ-ერთ მათგანზე შენარჩუნებულია საათი, რომელიც ახლაც სწორ დროს უჩვენებს