ასათიანი: ვიცი, ამასაც მოყვება ლანძღვა, როგორ გავბედე, რომ პირადი ცხოვრება მაქვს

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბრობს.
Sputnik

„ძალიან სასტიკია საზოგადოება, დაცემული უყვარხარ, მაგრამ ფეხზე დამდგარი – არა. დარწმუნებული ვარ, ამასაც მოჰყვება ლანძღვა, როგორ ვბედავ, რომ პირადი ცხოვრება მაქვს. ზუსტად ეს ადამიანები შემდეგ მწერენ, რომ შვილი გავაჩინო. თუ პირადი ცხოვრება არ მექნება, როგორ შევძლებ ამას?“ – ამბობს მაია ასათიანი.

ცნობილი ტელეწამყვანის თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხოვრებაც იქ დამთავრდა. ცხოვრება შვილის სიკვდილის შემდეგ აღარ არსებობს, ეს არის უბრალოდ არსებობა.