მწვადების ბოლი ხანძარი ეგონათ - ჩვეულებრივი თბილისური ისტორია

გასულ ზაფხულს მწვადების შეწვით გამოწვეული ბოლის გამო თბილისში მეხანძრეები ხუთჯერ გამოიძახეს
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მწვადების შეწვის დროს სახანძრო სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ.

ორშაბათს გორგასლის ქუჩაზე მაღალსართულიან კორპუსში მეექვსე სართულის აივანზე მწვადების შეწვა გადაწყვიტეს. მაყალში ცეცხლი დაანთეს და ნაკვერჩხალს დაელოდნენ.

ამ დროს სახლთან გაიარა ადამიანმა, რომელმაც ბოლო შენიშნა. მან გადაწყვიტა, რომ ხანძარი გაჩნდა, მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი და სახანძრო სამსახური გამოიძახა.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა კიბის გაშლა და შლანგების მომზადება დაიწყეს, თუმცა მალევე შენიშნეს, რომ ბოლს თან ახლავს ღორის ხორცის მადისაღმძვრელი სურნელი და მიხვდნენ, რომ ადგილობრივები უბრალოდ მწვადებს წვამენ.

მწვადი მავნებელია? მეცნიერები ღია ცეცხლზე მომზადებული ხორცის მავნებლობაზე ალაპარაკდნენ >>

გაუმასპინძლდნენ თუ არა ვაი-მემწვადეები მეხანძრეებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში არ უთქვამთ, თუმცა აღნიშნეს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია. გასულ ზაფხულში თბილისსა და რუსთავში გამვლელებს მწვადების ბოლო ხანძარში ხუთჯერ აერიათ.