სარალიძე: დედამისს აეროპორტშივე ვუთხარი, შენი შვილი არ დაგელოდა-მეთქი

ზაზა სარალიძე იხსენებს იმ დღეს, როცა შვილი მოუკლეს.
Sputnik

„თორმეტიდან ხუთი ჭრილობა სასიკვდილო იყო. ერთ პროცენტსაც არ მაძლევდნენ შანსს, რომ გადარჩებოდა. როცა ექიმმა რეანიმაციაში შესვლის ნება დამრთო, მივხვდი, რომ ძალიან ცუდად იყო საქმე. ჩემ შვილს ველაპარაკებოდი, ვთხოვდი გამაგრებულიყო, მაგრამ არ ვიცი ესმოდა თუ არა. დედამისს აეროპორტშივე ვუთხარი, შენი შვილი არ დაგელოდა-მეთქი. დღეს ბრძოლის ძალას ჩემი შვილი მაძლევს. მასთან მართალი უნდა წავიდე“, – იხსენებს ზაზა სარალიძე.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, მის მეუღლეს აქვს შიში, რომ მოკლავენ, თუმცა მას ამის არ ეშინია. ის ბოლო წუთამდე იბრძოლებს, რომ მისი შვილის მკვლელები სათანადოდ დაისაჯონ.