ისინი 36-ნი არიან: კიდევ ერთ აჭარელ ქალს 100 წელი შეუსრულდა

საქართველოში 100 წლამდე ძირითადად ქალები ცხოვრობენ
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მაღალმთიანი აჭარა 100 წლამდე ასაკის უკვე 36 ადამიანს ითვლის - ყველა მათგანი ქალია, იუწყება რეგიონული ტელეარხი TV25.

ერთ-ერთ მათგანს, ფატი მანელიშვილს ოთხშაბათს 100 წელი შეუსრულდა. მანელიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ცხოვრობს. ის 70 წლის განმავლობაში პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული.

მუდამ ახალგაზრდები: როგორ ცეკვავენ საქართველოში 90 წლის ასაკში >>

„ყველა ჩემი მოსწავლე მიყვარდა. ჩემი ამოცანა იყო სწორად აღმეზარდა მოსწავლეები და სწორ გზაზე დამეყენებინა“, - იხსენებს მანელიშვილი.

100 წლის ხანდაზმულს იუბილე მიულოცა აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელმაც მას საჩუქრად 1000 ლარი გადასცა.

„ჩვენი ვალია, მათი გმირობა დავაფასოთ“ – პრემიერმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

აჭარის მოსახლეობა 2018 წლის დასაწყისისთვის 346,3 ათას ადამიანს შეადგენს. წელს 100 წელი 9 აჭარელს შეუსრულდა.

საქართველოში 2018 წლის დასაწყისისთვის 85 წელს ზემოდ ასაკის 44,3 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მათგან მხოლოდ 12,9 ათასი - მამაკაცებია.

რაც შეეხება 100 წელს ზემოდ ადამიანებს, ბოლო მონაცემები 2014 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებით არის წარმოდგენილი. მაშინ საქართველოში ცხოვრობდა 287 ადამიანი, რომელმაც ერთ საუკუნეს გადააბიჯა და მათგან მხოლოდ 14 მამაკაცი იყო.