თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ, იუწყება პირველი არხი.
მძღოლების განცხადებით, აქცია სპონტანურად დაიგეგმა, მაგრამ მომავალში ისინი უფრო მასშტაბურ პროტესტს არ გამორიცხავენ.
„საწვავის ფასი თითქმის სამი ლარი გახდა, რაც არაადეკვატურია. აქ, ძირითადად, არიან ახალგაზრდები და მათი შემოსავალი ამ ფასს ვერ წვდება. ვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას. რატომ უნდა იყოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან გაცილებით ძვირი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით გერგედავამ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ნავთობზე ფასების ზრდა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით - ნოემბრიდან ძალაში შევა სანქციები ირანის წინააღმდეგ და, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება.