„15 წლის ვიყავი, რეპეტიციაზე რომ შევედი, სოსო ებრალიძეს ჯერ ნანახი არ ვყავდი, ისეთი ხუჭუჭა ბიჭი ვიყავი!..“- ამბობს სატელევიზიო გადაცემაში რომა რცხილაძე.
რომა რცხილაძე- კომპოზიტორი, მომღერალი. როგორც პიანისტი, მომღერალი და სამხატვრო ხელმძღვანელი მოღვაწეობდა სხვადასხვა ანსამბლში: "ციცინათელა"; "75"; "დიელო"; "ნატვრის ხე". 1987–1996 წლებში მოსკოვში გადავიდა. 1999 წლიდან საქართველოს ტელე–რადიო დეპარტამენტის საესტრადო ორკესტრის "ბიგ–ბენდი" დირიჟორია. 2000 წელს გამოვიდა მისი ორი ალბომი –"სპილო" და "სუფთა ჰაერი". არის საესტრადო მუსიკის რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის ლაურეატი.