ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა შსს-ში 9 თვის მონიტორინგის შედეგები განიხილა

შეხვედრაზე ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ტრეფიკინგის გამოწვევებზე ისაუბრეს.
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს რეფორმების პროცესში ადვოკატთა დახმარების იმედი აქვს

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა - ლონდა თოლორაიამ დეპარტამენტის მიერ ცხრა თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მუშაობის ანგარიში.

შეხვედრის მონაწილეებმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ტრეფიკინგის მიმართულებით გამოვლენილ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებზე ისაუბრეს.

სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებმა ასევე არსებული ტენდენციები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.