სუს-მა არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობა აღკვეთა

სუს-ი ამტკიცებს, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაციები.
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ პროვოკაციების მცდელობები აღკვეთა, განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა პირველი არხის ეთერში.

შსს-სთვის ოპოზიციის ყველა გეგმა ცნობილია >>

პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ოთხშაბათს ოპოზიციური ტელეარხ Rustavi2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არჩევნების წინ სუსი აპირებს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მისი საუბრების აუდიოჩანაწერები გაავრცელოს.

„ჩვენი სამსახურის პრიორიტეტია, იმგვარად იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომ არ დაზიანდეს დემოკრატიული საარჩევნო გარემო. „უკანასკნელ პერიოდში ჩვენ შემოგვდიოდა ოპერატიული სიგნალები, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაციები. ​ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ეს მცდელობები ჩანასახშივე იქნა აღკვეთილი“, - განაცხადა გიორგობიანმა.

ფარული ჩანაწერების ქვეყანა ანუ როცა ყველა ყველას უსმენს, მაგრამ ერთმანეთის არავის ესმის

ამ ეტაპზე სუს-ი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს. თუმცა, შესაბამის დროს, სუს-ი საჭიროებისამებრ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.

„ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობაზე იქნება მყისიერი რეაგირება. არავის მივცემთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

ტელეარხ Rustavi2-ზე გავრცელდა უამრავი სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელიც ეხება მსხვილ კომპანია Omega Group-ს და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელ მირზა სუბელიანს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავეს. ხელისუფლების თქმით, ყველა ეს „აუდიოსერიალი“ არჩევნების წინ დესტაბილიზაციის ფონის შექმნას ემსახურება.

ზურაბ ჯაფარიძე: „ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება...“ >>

ხუთშაბათს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობიან გარემოში გაიმართება, რადგან სამინისტრო და სუს-ი ოპოზიციის ყველა გეგმის კურსშია.