როგორ მოვამზადოთ ექიმები – საქართველოს შვიდწლიანი გეგმა

საქართველოში სამედიცინო განათლების სისტემა ევროკავშირისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტების შესატყვისი იქნება.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ახალი კონცეფცია წარმოადგინა, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ და მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ ამ მიმართულებით უწყების ხედვა წარმოადგინეს.

ჯანმრთელობის პრობლემები: ვის ვენდოთ ექიმს თუ მედიას

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში რიგი სისტემური რეფორმები გატარდა, ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები – ექიმების დიდი რაოდენობა და ექთნების ნაკლებობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ძირითადი მიზანი 2025 წლისთვის არის საჭირო რაოდენობით კვალიფიციური კადრების მომზადება, სამედიცინო საგნმანათლებლო პროცესის ჰარმონიზაცია ევროკავშირისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებთან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ქართველი ექიმების კვალიფიკაცია უნდა აღიარონ საერთაშორისო დონეზე, აღნიშნავენ სამინისტროში.

უახლოეს შვიდ წელიწადში ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებში ასევე შედის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ამოქმედება, უნდა ჩამოყალიბდეს საექთნო ადამიანური რესურსის მზადებისა და პროფესიული რეგულირების სტაბილური სისტემა.

ამ მიზნების მისაღწევად ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებს. კერძოდ, ქვეყანაში მომზადდება ადამიანური რესურსების განვითარების მრავალწლიანი გეგმა. გაუმჯობესდება სახელმწიფო სერტიფიცირებისა და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ფორმატი. ამას გარდა ექიმების სახელმწიფო სერტიფიკატი უვადო აღარ იქნება.

С ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გახდება>>

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედდების ადამიანური რესურსის პროფესიული რეგულირების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ასევე აპირებს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით გაჩნდება ექთნების საქმეების მარეგულირებელი ორგანო, მომზადდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, მოხდება ექთნების რეგისტრაცია და მათთვის ლიცენზიების გაცემა. კერძოდ, ექთნების რეგისტრაცია და ლიცენზირება 2020-2025 წლებში დაიწყება.

ირაკლი თედორაძე: არ მახსოვს ექიმისთვის ვინმეს ბრალი არაპროფესიონალიზმში დაედოს>>

ქვეყანა ყველანაირად შეუწყობს ხელს მედდების სამაგისტრო პროგრამების დანერგვას. ამასთანავე გაიზრდება ამ პროგრამებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობა.

2025 წლიდან ექთნების რეგისტრაცია და ლიცენზირება ვადიანი გახდება (ხუთწლიანი). ასევე შეიქმნება გაიდლაინები და მუშაობის ოქმები ექთნებისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აპირებს ექთნის/ბებიაქალის პროფესიის პოპულარიზაციას.