თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. კონცერტი სახელწოდებით „ქართული სიმღერის საღამო" ქართველი საესტრადო მომღერლების მონაწილეობით 13 ნოემბერს მოსკოვის Vegas City Hall-ში გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
საღამოს ვარსკვლავები იქნებიან თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი და დიანა ღურწკაია.
„ეს გრანდიოზული ღონისძიება მოწოდებულია რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ნდობის გამტკიცებისთვის", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ასევე ცნობილია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის თბილისიდან მოსკოვში ჩავლენ მერაბ სეფაშვილი, სოფო ხალვაში, დათო გომართელი, ანრი ჯოხაძე, ანსამბლი „ქართული ხმები".
ასევე ელოდებიან ნინო ჩხეიძის, ნატო გელაშვილის, ლაშა ღლონტის, ნინა წკრიალაშვილის, კაკული გურიელაშვილის, ბესიკ კალანდაძის, გია სურამელაშვილისა და თამარ ცხვიტავას გამოსვლას.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, შემსრულებლები შეარჩიეს პრინციპით „დროთა კავშირი" – თავიანთ შემოქმედებაში საესტრადო სიმღერის ტრადიციული სტილის, ფოლკლორისა და ახალი მუსიკალური მიმდინარეობების შერწყმის უნარით.